ახალი ამბები
უფასო სამედიცინო გამოკვლევები ბორჯომში
ბორჯომის სამედიცინო ცენტრში დღეს უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში ჩატარდა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები. პაციენტები, სკრინინგ ცენტრის ბერძნული სამედიცინო ფონდის "ჰიპოკრატეს" ექიმებმა მიიღეს. უფასო სამედიცინო აქციები საქართველოს რეგიონებში, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ტარდება.
Print