ზაზა სარალიძეს სოლიდარობა დღეს ბორჯომშიც გამოუცხადეს
20:25 / 01.06.2018
„ნუ მომკლავ“, „სოლიდარობა ზაზა სარალიძეს“, „ბორჯომი უსამართლობის
წინააღმდეგ“, „დუმილი დანაშაულია“, „არა შერჩევით სამართალს“ - ეს
გზავნილები დღეს ბორჯომში გამართულ აქციაზე გაჟღერდა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ შვილმკვდარ მამას სოლიდარობა გამოუცხადა.
აქცია პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 5 საათზე დაიწყო
და 2 საათს გაგრძელდა.