ახალი ამბები
საპროტესტო აქციის შემდეგ დაწყებული გზის რეაბილიტაცია
საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს ბორჯომში, სოფელ ციხისჯვრის გადასახვევთან. სამი სოფლის ციხისჯვრის, ანდეზიტისა და თორის მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ისინი უკვე წლებია დაზიანებული სამანქანო გზის შეკეთებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს მოგვიანებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. ადგილზე დღესვე მუშაობა დაიწყო შესაბამისმა ტექნიკამ.
Print