ახალი ამბები
"საქართველოს შიშველი სატევარი"- ლიტერატურული სპექტაკლი ბორჯომში
საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ხსოვნას, ბორჯომში ლიტერატურული წარმოდგენა "საქართველოს შიშველი სატევარი" მიეძღვნა. სპექტაკლი, ბორჯომელ მაყურებელს ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა წარუდგინა.იზა ვეფხვაძე 1 საათის განმავლობაში,კულტურისა და ხელოვნების ცენტრში შეკრებილ მაყურებელს მერაბ კოსტავას პიროვნებას,მის მოღვაწეობასა და სამშობლოსათვის თავდადებული პატრიოტის ცხოვრების ტრაგიკულ თუ ღირსშესანიშნავ ფრაგმენტებს აცნობდა.სპექტაკლს, ორგანიზება ბორჯომის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ გაუწია.

შეგახსენებთ,რომ რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თატრი 1995 წელს დაარსდა.თეატრი პოპულარიზაციას უწევს მწერლობას,ხელოვნებასა და ლიტერატურას.არსებობის 22 წლის მანძილზე,თეატრში დაიდგა 53 ლიტერატურული სპექტაკლი,რომელიც ნაჩვენები იქნა 1500-ჯერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.


Print