ახალი ამბები
ფსიქოლოგი გიორგი დონაძე ბორჯომში ახალგაზრდებს შეხვდა
ბორჯომში,დაბა წაღვერის საჯარო სკოლის გენდერული კლუბის ორგანიზებით ფსიქოლოგთან, გიორგი დონაძესთან შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის თემა: ძალადობრივი ქცევის გამომწვევი მიზეზები და მისი გადაჭრის გზები“ იყო.ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.ფსიქოლოგმა გიორგი დონაძემ აუდიტორიის ჩართულობით განიხილა ძალადობის ცნება,მისი გამომწვევი მიზეზები და ბულინგის პრობლემა.
Print