ახალი ამბები
ციხისჯვრის სკოლის მოსწავლეებმა საკლასო ოთახები მოხატეს
ციხისჯვრის სკოლის მოსწავლეებმა ფერადი გარემო შეიქმნეს და საკუთარი საკლასო ოთახები მოხატეს.
საკლასო ოთახების კედლების მოხატვის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც სკოლაში ცენტრალური გათბობა დამონტაჟდა და შეშის ღუმელები აიღეს, სკოლის დირექტორმა ჯული მაისურაძემ კლასებში კოსმეტიკური რემონტის გაკეთება გადაწყვიტა, ბავშვებს სთხოვა ფერების შერჩევაში დახმარებოდნენ. მოსწავლეებმა მოიფიქრეს, რომ კედლები თეთრად შეეღებათ და მერე თვითონ მოხატავდნენ. ასეც მოიქცნენ, ხელოვნების მასწავლებელი დაეხმარათ და კედლებიდან ღუმელების შავი კვალი წაშალეს.



ციხისჯვარი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი ზონის სოფელია, აქ ძირითადად ეთნიკური ბერძნები ცხოვრობენ.  სკოლაში სულ 33 მოსწავლე სწავლობს.


ვიდეო და ფოტოები სკოლის დირექტორმა მოგვაწოდა.

Print