საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სოფელ საკირის
ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობა დაასრულეს
მეხანძრეებმა, მაშველებმა და მეტყევეებმა.
წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 2 ჰექტრამდე ტყის ფართობი. ფაქტზე
გამოძიება 187–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის
დაზიანებას, ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით ან აფეთქებით
გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ
წლამდე.