ახალი ამბები
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 63% მიიჩნევს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა.

გამოკითხულთა 24 % აცხადებს, რომ კრიმინალის დონე იგივე დარჩა, 9 % მიიჩნევს, რომ კრიმინალის დონე არ შეცვლილა, ხოლო 4% კითხვაზე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე როგორ შეიცვალა, აცხადებს, რომ არ იცის.

შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდილილების ზღვარი +/-2,2% პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
Print