ახალი ამბები
"თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის" - პროექტის პრეზენტაცია
ა.ო "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრმა" ახალი პროექტი საზოგადოებას გააცნო. პროექტის მიზანია ხელისუფლებასა და ხალხს შორის დიალოგის წახალისება და მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროექტი მედია კომპონენტსაც გულისხმობს, ბორჯომის სოფლებში გადაცემები ჩაიწერება, სადაც ხალხი და ხელისუფლება ერთად შეეცდება არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების მოძებნას.

პროექტი "ევროპის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
Print