ახალი ამბები
ახალი უბნის დაზიანებული გზა-საფრთხე ავტომობილის მძღოლებისთვის
ბორჯომში, ახალი უბნის გზაზე მოძრავი ავტომობილების მძღოლები დაზიანებული გზის გამო საფრთხის წინაშე დგანან. უხვი ნალექის დროს, გზის ნაწილი სანიაღვრე არხის არარსებობის გამო წყლით იტბორება. იმისათვის,რომ წყლით დაფარულ ორმოს გზა აუქციონ,მძღოლები საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ,რაც შემხვედრ ტრანსპორტთან საავარიო ვითარებას ქმნის. მძღოლებთან ერთად საფრთხე ექმნებათ ქვეითად მოსიარულეებსაც,იმის გამო,რომ წვიმის დროს ფეხით სავალი ნაწილიც წყლით იფარება,მოსახლეობას გადაადგილება საავტომობილო გზაზე უწევს.ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ,რომ პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილია და მის აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობენ,მერიის წარმომადგენლის განცხადებით ტენდერი დღეს გამოცხადდა და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება.






Print