ახალი ამბები
„დღეს შედგა ორი პილიტიკური ძალის პოლიტიკური ქორწინება“- ბაკურ გელაშვილი
საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც სხდომას არ ესწრებოდნენ.




ბაკურ გელაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„ორი პილიტიკური ძალის პოლიტიკური ქორწინება შედგა დღეს, ბორჯომელი ამომრჩევლების წინააღმდეგ. დღეს იყო სხდომა, რომელზეც მთავარი თემა იყო სკამების მიტაცება გადანაწილების პროცესი, რომელშიც ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია. აუცილებლად მივიღებთ ყველა იმ სხდომაში მონაწილეობას სადაც იქნება ბორჯომისთვის და ბორჯომელებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა“.


ბაქარ შირაძე - „ევროპული საქართველოს“ წევრი

„დღევანდელი დღე მაგალითია ბორჯომელი ხალხის ღალატის და მათი ნების წინააღმდეგ წასვლის, რომელიც გამოიხატა ინაშვილის მიერ მართული თამაშით. სკამების გადანაწილებით, ბიუჯეტის ხარჯვის და წაგლეჯვის ხარჯზე გამოიყენა თავისი დეპუტაცია ბორჯომელი ხალხის ნების წინააღმდეგ.
დღევანდელი შედეგი ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო. ამხელა პრობლემები ერთად გავიარეთ და ეს შედეგი დადგა. აქაც თავი და თავი ისევ ინაშვილია“.


გიორგი გიუაშვილი-„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი

„ეს იყო ქორწილი. პატარძალი ირმა ინაშვილი, მეჯვარე სუსი. გაფორმდა ოფიციალურად ხელშეკრულება „ქართულ ოცნებას“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის. ინაშვილის დავალებით ბორჯომში დაამხეს მართალი, მაბრძოლი ოპოზიციური გაერთიანება. მომავალი კვირიდან ესენი დაიწყებენ ბორჯომის ბიუჯეტის, მოსახლეობის ფულის ჭამას, ფრაქციების დარეგისტრირებას, ხელფასების გაზრდას. ჩვენთვის არაფერი არ დასრულებულა, ჩვენ გამარჯვებულები ვართ უკვე. გავაგრძელებთ ბორჯომისთვის ბრძოლას და დავანახებთ რეალურად ვინ მოვიდა სათავეში“.

Print