ახალი ამბები
ბორჯომში საკრებულოს სხდომა დასრულდა
საკრებულოს სხდომა დასრულდა. დეპუტატებმა მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს, რაც საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის თანამდებობიდან გადაყენებას ეხებოდა. რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხს, საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებს. დანარჩენი ორი საკითხი მერიის თანამშრომელთა საშტატო ნუსხის დამტკიცებას, თანამშრომელთა ხელფასების განსაზღვრას და ფრაქცია "ქართული ოცნების" დებულებაში ცვლილებას შეეხება.
ამავე სხდომაზე მოხდება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა.
Print