ახალი ამბები
დეპუტატების ნაწილი სხდომას ბოიკოტს უცხადებს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას ბოიკოტს უცხადებს დეპუტეტების ნაწილი. სხდომას არ დაესწრებიან "ევროპული საქართველოს", "ნაციონალური მოძრაობის", "ლეიბორისტული პარტიის" დეპუტეტები.
დაუზუსტებელი ინფორმაციით სხდომაზე დასწრებას არ გეგმევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" რამდენიმე წევრიც.
ამ დროისთვის შემობაში არ იმყოფება საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, ადგილზეა "ქართული ოცნების" დეპუტეტთა სრული შემადგენლობა.

შეგახსენებთ, დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში 20 ნოემბრიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.  საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადა „ქართული ოცნების“ 13-მა დეპუტატმა და სხდომებს არ ესწრებოდა. შემდეგ დაპირისპირება საკრებულოს ფრაქციების შექმნას და მერიის თანამშრომელთა ხელფასების გაზრდის საკითხს მოჰყვა.  28 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნაც დააყენეს.


Print