Error
ახალი ამბები
ბორჯომში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ბორჯომში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრში, ბენეფიციარებისთვის მათივე ჩართულობით ღონისძიება გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს.
დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა ოცდამეერთე წყვილში დამატებით ერთი ქრომოსომა გვხვდება, ყოველწლიურად 1000 ბავშვზე მსოფლიოში 1 ბავშვი დაუნის სინდრომით იბადება.


Print