ახალი ამბები
სომხეთის ელჩი სამცხე–ჯავახეთში შეხვედრებს მართავს
სამცხე-ჯავახეთს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეწვია. რუბენ სადოიანმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრები სამხარეო ადმინისტრაციიდან დაიწყო.  ოფიციალური ვიზიტის პირველ შეხვედრას მხარის გუბერნატორი, ახალციხის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რუბენ სადოიანი რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობითა და სამცხე–ჯავახეთში ტურისტული და სოფლის მეურნეობის პოტენციალით დაინტერესდა. მხარეები ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის ელჩი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებსაც ეწვევა.


წყარო: მე-9-ე არხი



Print