ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი - 2017 წელს 260 მილიონი დოლარით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ გავრცელებულ მონაცემებს. "ძალიან შთამბეჭდავი ზრდა გვქონდა 2017 წელს. ეს გახლავთ 16.2%-იანი ზრდა, ანუ 260 მილიონი დოლარით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით. ძალიან ბევრ სექტორში დაფიქსირდა ზრდა. განსაკუთარებით მინდა აღვნიშნო, რომ 39%-იანი ზრდა არის ეკონომიკის რეალურ სექტორში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით და რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო პოზიტიურად აისახება წლევანდელ ექსპორტისა და დასაქმების ზრდაზე" - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეინვესტირების მაჩვენებელზე და აღნიშნა, რომ რეინვესტირების მაჩვენებლის თითქმის 130%-იანი ზრდა გვქონდა, "რაც არის მართლაც უპრეცენდენტო მაჩვენებელი".

"ეს არის პირდაპირი შედეგი მოგების გადასახადის იმ რეფორმის, რომელიც 2017 წლის 1-ელ იანვარს დავიწყეთ ჩვენს ქვეყანაში. სწორედ მოგების გადასახადის გაუქმებამ და არა მხოლოდ რეინვესტირებული, არამედ გაუნაწილებელი მოგების გათავისუფლებამ მოგების გადასახადისგან მოგვიტანა ეს ძალიან სახარბიელო შედეგი რეინვესტირების მაჩვენებლის ზრდაში. ეს ტენდენცია აუცილებლად აისახება 2018 წლის ეკონომიკურ მაჩვევებლებზეც. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილებაში. ქვეყანაში არის უამრავი გაჭირვებული ადამიანი, გვყავს ბევრი სოციალურად დაუცველი, მაგრამ ეკონომიკური განვითარების ის მოდელი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თანდათანობით აუცილებლად აისახება ჩვენი თანამოქალაქეების სოციალურ ყოფაზე. დამერწმუნეთ, რომ ის დინამიკა და ის ციფრები, რომელზეც ვსაუბრობთ აუცილებლად ისახება თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ყოფაზე" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში
გადაადგილება უკვე შესაძლებელია. საქართველო-ესპანეთს შორის ეროვნული
მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“
შეთანხმებას 5 აპრილს მოეწერა ხელი, თუმცა შესაბამისი განკარგულება
მაცნეზე 17 აპრილს გამოქვეყნდა.
12:01 / 26.04.2024
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია. საქართველო-ესპანეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას 5 აპრილს მოეწერა ხელი, თუმცა შესაბამისი განკარგულება მაცნეზე 17 აპრილს გამოქვეყნდა.
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
განხორციელდება.
16:51 / 25.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3
მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი
დაუდგენელი.
12:22 / 25.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3 მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი დაუდგენელი.
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის
მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის -
ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში
„საქმე“
10:54 / 25.04.2024
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“
სურსათის ეროვნული სააგენტოს
უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია
„TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ.
თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს
ნიმუშები აიღეს.
15:06 / 23.04.2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.