ახალი ამბები
საბავშვო ბაღებში გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა
ამერიკის საელჩოს პროექტის ფარგლებში, ბორჯომის საბავშვო ბაღებში კომპოსტის მოწყობილობები დაიდგა, რაც გულისხმობს ორგანული ნარჩენების შეგროვებას და შემდეგ მის გამოყენებას.
პროექტის საწყის ეტაპზე ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები ინდიანას უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 20 მონაწილე მეწარმეობის მიმართულებით გადამზადდა.
ახალგაზრდების გადაწყვეტილებით საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პროექტის შემდგომი აქტივობები ბორჯომის 3 საბავშვო ბაღში განხორციელდა.


Print