Error
ახალი ამბები
"ეს არის საბოტაჟი და პროვოკაცია საკრებულოს მხრიდან"- ლევან ლიპარტია
მერიის თანამშრომელთა სახელფასო ნუსხა იყო დღევანდელი ბრიფინგის მთავარი თემა, რომელიც ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ გამართა. მერიის მიერ საკრებულოში ჩაგზავნილი სახელფასო ნუსხა მერიას შემდეგი სახით უკან დაუბრუნდა: საკრებულომ მერის სახელფასო სარგო გაზარდა, თანამშრომელთა ხელფასები კი დააკორექტირა.
"ეს არის საკრებულოს მიერ მოწყობილი საბოტაჟი და პროვოკაცია. ეს არ უნდა ხდებოდეს ბორჯომში და მთლიანად საქართველოში. ეს არის თითოეული ბორჯომელის სირცხვილი და შეურაცხყოფა"- განაცხადა ბორჯომის მერმა.
ლევან ლიპარტია საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს გონივრული ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, მერიის თანამშრომლები უკვე მესამე თვეა კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ.
ორშაბათს 12 მარტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია უკვე მეხუთედ გადაუგზავნის სახრებულოს მერიის სახელფასო ნუსხას განსახილველად.
Print