ახალი ამბები
მერიას სახელფასო ნუსხა უკან უბრუნდება, საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება
9 მარტს ჩანიშნული საკრებულოს სხდომა ბორჯომში აღარ გაიმართება - განცხადებას ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე ბორჯომის საკრებულო ავრცელებს

"ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიამ 2018 წლის 7 მარტს განიხილა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩამოწოდებული საკითხი მერიის საშტატო ნუსხისა და სარგოების განსაზღვრის შესახებ.როგორც ზემოთ აღნიშნულ კომისიას, ასევე საკრებულოს ბიუროს, ერთხმად მიაჩნია რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი სარგოების რაოდენობა არაადეკვატურად არის გაზრდილი მაქსიმალური "შკალის მიხედვით" .აქედან გამომდინარე ,შენიშვნების სახით აღნიშნულ საკითხს უკან ვაბრუნებთ მერიაში,კერძოდ წინადადებას ვაძლევთ მერის მოადგილეებს,სამსახურის და განყოფილებების ხელმძღვანელ პირებს სარგოს გაზრდა მოახდინონ ზღვრულ ფარგლებში შესაბამისი დანართის სახით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად 2018 წლის 9 მარტს ჩანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება' - ვკითხულობთ განცხადებაში

შეგახსენებნთ მერიის თანამშრომლების ხელფასების დამტკიცების საკითხი ბორჯომის საკრებულოში უკვე მეოთხედ ჩავარდა. მერიის 110 თანამშრომელს კუთვნილი ხელფასი მესამე თვეა არ აუღია.


Print