ახალი ამბები
ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი ე.წ "კუკუშკა" ლიანდაგიდან გადავიდა
ბორჯომში, არდაგნის დასახლებაში, ე.წ. "კუკუშკა" ლიანდაგიდან გადავიდა. მატარებელს მგზავრები გადაჰყავდა.შემთხევა დღეს,დაახლოებით  12:00 საათზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, მატარებელი მოსახვევში სწრაფად შევიდა, რის გამოც ვაგონი რელსიდან გადავიდა. მემანქანე კი განმარტავს,რომ  შემთხვევის მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურაა.

"დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში იყო მოძრაობა შეწყვეტილი. ამ დროისთვის მატარებლების რეისები აღდგენილია. ყველა მგზავრს დაუბრუნდა ბილეთის საფასური. მათ შევთავაზეთ ალტერნატიული ტრანსპორტით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა" - ამბობენ საქართველოს რკინიგზაში.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მგზავრებს ან მემანქანეს სხეულის დაზიანება არ მიუღიათ. 



ფოტო: ეთა მამალაშვილი
Print