ახალი ამბები
ბორჯომის საკრებულოს სხდომა დღესაც ერთი საათით გადაიდო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კვორუმი დღესაც არ შედგა, შესაბამისად 12:00 საათზე ჩანიშნული სხდომა ერთი საათით გადაიდო. ბორჯომის საკრებულოს 28 დეპუტატიდან, სხდომაზე დასასწრებად 14 ოპოზიციონერი დეპუტატი გამოცხადდა. მათი განცხადებით, 12:00 საათისთვის სხდომაზე მოსვლა ვერ მოასწრო, "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ - ტატიანა მარტინენკომ. სხდომაზე დღესაც არ გამოცხადდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატები. სხდომა 13:00 საათისთვის გადაიდო.

დღის წესრიგში განსახილველად სულ 27 საკითხია შეტანილი, მათგან ორი საკითხი ბორჯომის საკრებულოს და მერიის საჯარო მოხელეების, საშტატო ნუსხისა და ხელფასების დამტკიცებას ეხება.


Print