ახალი ამბები
დავით სერგეენკო - ექიმის მიერ პაციენტისთვის საჭიროზე მეტი წამლის გამოწერის პრობლემა ჩვენთვის ცნობილია
ამის შესახებ დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციიის ხელმძღვანელის, ირაკლი მარგველაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. "ზოგადად, გლობალურ მედიცინაში არსებობს ასეთი მცნება, რომელსაც პოლიპრაგმაზია ჰქვია, როდესაც ექმები იმაზე მეტ წამალს უწერენ პაციენტს, ვიდრე რეალურად არის საჭირო. ამას თავისი მიზეზები აქვს. ნაწილობრივ გარკვეული მარკეტინგული ინტერესები, ნაწილობრივ, ექიმის მიერ თავის გადაზღვევა, რომ პაციენტს რამე არ დააკლდეს. ეს მიმართულება უცნობი არ არის ჩვენთვის და გარწმუნებთ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან ეფექტური მუშაობა მიმდინარეობს" - განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ჯანდაცვის მინისტრისა და მედიკამენტების წარმოების სფეროში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე "არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანიების არაეთიკური ქმედებების გაკონტროლების საკითხი დასვა".

"ცივილური ინდუსტრია მოითხოვს, რომ მნიშვნელოვნად გაკონტროლდეს არაეთიკური საქციელი, რასაც ბევრი არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანია დღეს საქართველოში ასრულებს, კერძოდ, ექიმებისა და სამედიცინო სფეროს დაინტერესება, რის სანაცვლოდ ხდება არამიზნობრივი დანიშვნა საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტების. ეს არის ჩვენი თხოვნა, პარტნიორობის ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობისგან ველით" – განაცხადა მარგველაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში
გადაადგილება უკვე შესაძლებელია. საქართველო-ესპანეთს შორის ეროვნული
მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“
შეთანხმებას 5 აპრილს მოეწერა ხელი, თუმცა შესაბამისი განკარგულება
მაცნეზე 17 აპრილს გამოქვეყნდა.
12:01 / 26.04.2024
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია. საქართველო-ესპანეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას 5 აპრილს მოეწერა ხელი, თუმცა შესაბამისი განკარგულება მაცნეზე 17 აპრილს გამოქვეყნდა.
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
განხორციელდება.
16:51 / 25.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3
მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი
დაუდგენელი.
12:22 / 25.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3 მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი დაუდგენელი.
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის
მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის -
ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში
„საქმე“
10:54 / 25.04.2024
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“
სურსათის ეროვნული სააგენტოს
უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია
„TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ.
თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს
ნიმუშები აიღეს.
15:06 / 23.04.2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.