ახალი ამბები
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა
2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა და 16 475 შეადგინა.ვიზიტორთა შორის 54% ქართველია , ხოლო 46% უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა - 94%-ით.
სტატისტიკის მიხედვით, იანვრის თვის ყველაზე მონახულებადი პარკებია:
• თბილისის ეროვნული პარკი
• ყაზბეგის ეროვნული პარკი
• პრომეთეს მღვიმე
• ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
• სათაფლია

Print