ახალი ამბები
მოსახლეობის 72%-თვის ტელევიზია ინფორმაციის პირველი წყაროა
კითხვაზე, ძირითადად რომელი წყაროდან იღებთ ხოლმე ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ? - 72% პასუხობს რომ პირველი წყარო ტელევიზიაა , გამოკითხულთა 16%-თვის ტელევიზია მეორე წყაროდ დასახელდა.
21% თვლის რომ პირველი წყარო ინტერნეტი/ფეისბუქია, 26% კი სოციალურ ქსელებს მეორე წყაროდ ასახელებს.
დანარჩენი პროცენტული მაჩვენებლები ოჯახის წევრებზე, მეზობლებზე და მეგობრებზე გადანაწილდა.
გაზეთები და ჟურნალები პირველ წყაროდ გამოკითხულთა 1%-მა დაასახელა.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს
მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე,
ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა
(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი
არის +/- 1.9 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
Print