ახალი ამბები
სოლიდარობის აქცია ბორჯომში
დღეს ბორჯომელმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. გაკვეთილების შემდეგ ისინი ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და 51-ე სკოლის მოკლული მოსწავლეების ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადეს და მოსწავლეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

აქციის მონაწილეებმა პირველი საჯარო სკოლის კედელზე პლაკატები გააკრეს მოწოდებებით: "კონფლიქტი მოვაგვაროთ მშვიდობიანი გზით", "ქუჩური გარჩევა არ არის გამოსავალი", "ნუ მომკლავ", "სახლში ყველას გველოდებიან".
Print