ახალი ამბები
კულტურის სახლის ფასადთან და სახურავთან დაკავშირებით პრეტენზიები გვაქვს - ზურაბ ქიტიაშვილი
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია ,მიმდინარეობს ტერასის რეაბილიტაცია, რომლის დასრულებაც 3 დეკემბერს იგეგმება.
ამ ეტაპზე ხორციელდება ხარვეზების გამოსწორება აცხადებს გამგეობის არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი,მისი განცხადებით ფასადთან და სახურავთან დაკავშირებით მათ აქვთ მცირე პრეტენზიები რომლის გამოსწორებაც მოხდება.შეგახსენებთ,რომ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის რეაბილიტაცია 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა,სამუშაოები ი.მ ვასილ მჭედლიძემ შეასრულა.შენობის რეაბილიტაცია 267 000 ლარი დაჯდა.
Print