ახალი ამბები
როდის გაიმართება ბორჯომში ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა
ბორჯომის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება. საკანონმდებლო ორგანო 28 დეპუტატით დაკომპლექტდება. პირველივე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის და კომისიების ხელმძღვანელების არჩევა მოხდება.

21 ოქტომბერს არჩეულ საკრებულოში 5 პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი. 13 მანდატი ექნება "ქართულ ოცნებას", 11 - "პატრიოტთა ალიანსს", 2 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობა", 1 დეპუტატი ეყოლება "ევროპულ საქართველოს" და 1- "ლეიბორისტულ პარტიას"

სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

20 ნოემბერს გახდება ცნობილი ვინ უხელმძღვანელებს საკანონმდებლო ორგანოს ბორჯომში მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
Print