არჩევნები 2017
ბორჯომში 30-ივე საარჩევნო უბანი გაიხსნა
ბორჯომში 30-ივე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა და ზუსტად 08:00 საათიდან ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. უბნებზე პირველი ამომრჩეველიც გამოჩნდა. ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანზე სიმშვიდეა და პროცედურები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.ხმის მიცემის პროცედურა ყველა საარჩევნო უბანზე 08:00-დან 20:00 საათამდე იწარმოებს.
Print