ახალი ამბები
21 ოქტომბერს ამომრჩეველს საარჩევნო უბანში 3 სახის ბიულეტენი გადაეცემა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 3 დღე რჩება. 21 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ. არჩევნების დღეს ამომრჩეველს საარჩევნო უბანში 3 სახის ბიულეტენი გადაეცემა:
  • ცისფერი ფერის ბიულეტენი განკუთვნილია პროპორციული არჩევნებისთვის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ასარჩევად;
  • ვარდისფერი ბიულეტენი - საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ასარჩევად;
  • ღია მწვანე ფერის ბიულეტენი - თვითმმართველი ქალაქის ან თვითმმართველი თემის მერის ასარჩევად.

Print