ახალი ამბები
დატბორილი გზა ახალ უბანში-საფრთხე მძღოლებისთვის
ბორჯომში, ახალი უბნის გზაზე მოძრავი ავტომობილების მძღოლები საფრთხის წინაშე დგანან. ყოველი წვიმის დროს გზა იტბორება, საპირისპირო მიმართულებით გადასულ მძღოლებს კი საავარიო მდგომარეობა ექმნებათ. მიზეზი სანიაღვრე სისტემის არარსებობაა. პრობლემის მოსაგვარებლად და სანიაღვრე არხის მოსაწყობად ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები ახალი მოწვევის საკრებულოს პირველივე სხდომაზე იგეგმება. მანამდე კი მძღოლებს  წვიმიან ამინდში გადაადგილება ისევ დატბორილ გზაზე მოუწევთ.
Print