"აქტიური სატელევიზიო გაშუქება" - ნომინაციაში ტელეკომპანია "ბორჯომმა" გაიმარჯვა
15:59 / 11.10.2017
ტელეკომპანია "ბორჯომი" კონკურსის გამარჯვებული "აქტიური სატელევიზიო
გაშუქების" ნომინაციაში გახდა.
მედია ნამუშევრების ავტორები, თბილისში საზეიმო ვითარებაში
დაჯილდოვდნენ. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებად - ტელეკომპანია
"ბორჯომი", აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, სტუდია მონიტორი, რადიო
თავისუფლება, ბლოგი ეკოფაქტი და გაზეთი
P.S. ქუთაისიდან დასახელდნენ.
5 თვიანი პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო
ორგანიზაციების ქსელის (CENN)-ის, ავსტრიის თანამშრომლობა
განვითარებისთვის (ADC), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ)
და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, გარემოსდაცვით თემაზე 200-მდე მასალა მომზადდა,
მათ შორის საუკეთესოები ჟიურის წევრებმა გამოავლინეს.