ახალი ამბები
ქალი კანდიდატები ბორჯომში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 18 დღე რჩება. ბორჯომის #36 საარჩევნო ოლქში რეგისტრაცია თვითმმართველობის არჩევნებისათვის 10-მა პოლიტიკური პარტიამ გაიარა. ბორჯომის საკრებულოში მოსახვედრად 246 კანდიდატი იბრძვის, მათგან 86 ქალია. ბორჯომში მერობის მსურველი 7-ივე კაცია. როგორია ქალების აქტივობა 2017 წლის არჩევნებში და რა უნდა გაკეთდეს მათ პოლიტიკაში გასააქტიურებლად - ექსპერტისა და ქალი კანდიდატების მოსაზრებები ნახეთ სიუჟეტში.
Print