მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს
15:05 / 28.09.2017
ბორჯომის გამგეობის მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
ზურაბ ქიტიაშვილი ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს, იგი იმ
საყრდენი კედლის მშენებლობაზე
საუბრობს, რომელზეც ტელეკომპანია "ბორჯომთან" კომენტარი ნაციონალური
მოძრაობის მერობის კანდიდატმა გააკეთა.
ვალერი გრიგალაშვილი აცხადებდა, რომ ბიუჯეტიდან თანხები ლიკანში
ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სიდედრის ეზოს მოსაწყობად არამიზნობრივად
იხარჯებოდა.
ქიტიაშვილი ამბობს, რომ მესხეთის ქუჩაზე საყრდენი კედლის რეაბილიტაცია
ნამდვილად მიმდინარეობს და ეს კედელი ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს
მდებარეობს, მისი ჩამონგრევის შემთხვევაში კი საფრთხე იქმნება.