ახალი ამბები
წაღვერში ხანძრის ლიკვიდაცია ვერ ხერხდება
წაღვერში ხანძრის ქრობის პროცესი ავიაციამ დილიდან განაახლა. ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 2 ქართული და 1 აზერბაიჯანული ვერტმფრენი მუშაობს. დღეს ცეცხლის ქრობის პროცესში 2 თურქული ვერტმფრენიც ჩაერთვება, რომელიც საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ ადგილზე მობილიზებული მეხანძრე-მაშველები და მძიმე ტექნიკა.
Print