ახალი ამბები
წაღვერში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან
წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ავიაცია და ცოცხალი ძალა მუშაობს.   პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ. ხანძარს დაახლოებით 600-მდე ადამიანი ებრძვის. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა საქართველოს მთავრობამ დასახმარებლად მეზობელ ქვეყნებს მიმართოს.
Print