ახალი ამბები
სოფელ დვირთან ხანძარი ლოკალიზებულია
ბორჯომში, სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიასთან ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი გზის პირზე, ფერდობზე ბალახს მოედო. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. დამწვარია დაახლოებით 400 კვ.მ. ფართობი.







Print