ახალი ამბები
ლიკანში, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი 300 კვ. მ. ფართობზე იყო გავრცელებული. ხანძრის ჩაქრობას შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ. მისი ლოკალიზება გამთენიისას მოხერხდა. ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე, ადგილზე ეროვნული პარკის რეინჯერები რჩებიან.

შსს-ს ინფორმაციით, კი მომხდარზე გამოძიება სსკ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც იგივე ქმედებას, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებებით გულისხმობს. ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
Print