ახალი ამბები
ბაკურიანის საბაგიროებში ჩარჩენილი დამსვენებლები გამოჰყავთ
ბაკურიანში გათიშული საბაგიროებიდან ხალხის უმეტესი ნაწილი ჩამოყვანილია. ამ დროისთვის დამსვენებლები დარჩენილია ე.წ. ფუნიკულიორის საბაგიროზე რომელიც ვაგონის ტიპისაა და იქიდანაც უახლოეს წუთებში განხორციელდება მათი ჩამოყვანა - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი.

საბაგიროების გათიშვის მიზეზად ბაკურიანში ელ. ენერგიის ავარიული შეწყვეტა სახელდება.


Print