ახალი ამბები
კურორტი "გოდერძი" - პრობლემებით და პერსპექტივებით
მაღალმთიან აჭარაში - მწვანე ტბის, ალპურ-ბოტანიკური ბაღის და კურორტ "ბეშუმის" მიმდებარე ტერიტორიებზე ერთი და იგივე პრობლემა - სუბალპური სარტყლის ცვლილება გვხვდება. აქ არსებულ პრობლემებს და დაგეგმილ სიახლეებს რეგიონული მედიის ჟურნალისტები, CENN-ის მიერ მოწყობილი მედია ტურის ფარგლებში გაეცნენ. დაგეგმილია ბოტანიკური ბაღის განახლება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სხვა პროექტების განხორციელება.

სტრატეგიის მიხედვით, კურორტი "გოდერძი" 4 სეზონზე გათვლილი დასასვენებელი ადგილი გახდება აჭარაში. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, კურორტი ერთდროულად 70 000 დამსვენებლის მიღებას შეძლებს.
Print