ახალი ამბები
აზერბაიჯანის და სომხეთის სამაშველო ჯგუფებმა ბორჯომი დატოვეს
ბორჯომის ხეობა აზერბაიჯანის და სომხეთის სამაშველო ჯგუფებმა უკვე დატოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ. ბორჯომის ხეობას დღეს სავარაუდოდ დატოვებენ მაშველები ბელარუსიდან და თურქეთიდან.

რაც შეეხება სოფელ დაბასთან არსებულ საგანგებო შტაბს, ის კვლავ განაგრძობს მუშაობას და ადგილზე რჩებიან ქართველი მეხანძრე - მაშველები.
Print