ახალი ამბები
ბორჯომის ტყეებში სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა შემცირდა
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შევამციროთ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა , კერძოდ, დღეიდან მისი რაოდენობა ასეულით იქნება განსაზღვრული. ვიქნებით მჭიდრო კოორდინაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რათა ვიმოქმედოთ პრევენციულად და თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი საფრთხე, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული მცირეოდენადაც კი ცეცხლის გაჩენასთან“ - განაცხდა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა, სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის შემცირებაზე განცხადება გუშინ ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ ბორჯომის ტყეებში ხანძარი ლიკვიდირებულია, ცეცხლის კერები არ არსებობს.

Print