ახალი ამბები
არდაგანი - ხანძრის ყველაზე რთული კერა ამ დროისთვის
ამ ეტაპზე ხანძრის ყველაზე რთული კერა არდაგანშია და დილიდან ავიაცია ამ ტერიტორიაზე მუშაობს, არდაგნის მიმართულებით ცეცხლი გუშინ დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. დღეს არდაგანში 06:00 საათიდან ინტენსიურად მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, სატყეოს თანამშრომლები და ყველა ძალა, რომელიც ხეობაშია მობილიზებული.

დღესვე დასახელდა ხეობაში გადამწვარი ტყის სავარაუდო ფართობი 15 ჰექტარი, ამის სესახებ კომენტარი ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა თორნიკე გვაზავამ გააკეთა.

ამ დროისთვის სტიქიას ბორჯომში 6 ვერტმფრენი, 1 თვითმფრინავი და 1500 ადამიანი ებრძვის
Print