ახალი ამბები
12:00 საათზე წმინდა სინოდის წევრები დაბაში პარაკლისს გადაიხდიან

დღეს, 12:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ბორჯომში, დაბაში ჩამობრძანდებიან წმ. სინოდის წევრები და ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად გადაიხდიან პარაკლისს.

"წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით, იმედი მაქვს ჩაქრება ეს ხანძრები. ჩვენ აღვავლინეთ ლოცვა, რომ უფალმა მოიღოს წყალობა. გვინდა გავაგზავნოთ სასულიერო პირები ბორჯომის ხეობაში და იქ ადგილზე შეასრულონ პარაკლისი და ლოცვები. შევთხოვოთ უფალს, რომ შეგვინდოს შეცოდებანი"-განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
Print