ახალი ამბები
ავიაციამ მუშაობა განაახლა, მუშაობს 5 ვერტმფრენი
ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის 5 ვერტმფრენი და ერთი თურქული სამაშველო თვითმფრინავი მუშაობს. საჰაერო ტექნიკამ ხანძრის ლოკალიზება დილიდან განაახლა. ასევე ელოდებიან დიდ ვერტმფრენს ბელორუსიდან.
ხანძრის ლოკალიზება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ადგილზე მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, მოხალისეები.

ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მუშაობას, დამატებით სიახლეებს პარალელურ რეჟიმში შემოგთავაზებთ.
Print