"მდგომარეობა უკეთესია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება" - ზურაბ ალავიძე
23:29 / 22.08.2017
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღის ბოლოს
არსებული მდგომარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ მოსახლეობას საფრთხე არ
ემუქრება.
მისივე განცხადებით, ვითარება სრულად კონტროლირებადი არ არის, თუმცა
ადგილზე მუშაობას აგრძელებენ. ზურაბ ალავიძის თქმით, ვერტმფრენები
მუშაობას ხვალ, 06:00 საათიდან განაახლებენ.