ახალი ამბები
ვითარება არ არის მარტივი - მინდია ჯანელიძე
მიუხედავად იმისა, რომ გათენებისთანავე დაიწყო აქტიური მუშაობა, გარკვეული კერების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა მთლიანად ხანძრის - ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ვითარება არ არის მარტივი - ამის შესახებ ბორჯომის ხეობაში მყოფმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, მობილიზებული ტექნიკა თუ უზრუნველყოფს ხანძრის ლოკალიზებას, მინდია ჯანელიძის განცხადებით, დღეს ხანძრის ჩაქრობას უზრუნველყოფს თუ არა ეს ტექნიკა, ამაზე პასუხის გაცემა გაუჭირდება, რადგან "ეს მარტო ტექნიკაზე არ არის დამოკიდებული, არამედ დამოკიდებულია ამინდზე, რელიეფზე".

"ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დღეს ხანძრის ლოკალიზება მოხერხდეს", - განაცხადა ჯანელიძემ.



Print