ახალი ამბები
45 საათი დაბაში ცეცხლის გაჩენიდან
დაბაში ცეცხლის პირველი კერის გაჩენიდან 45 საათი გავიდა. დღეს დილიდან მუშაობა განაახლა ორმა ვერტმფრენმა, საგანგებო შტაბი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, მოხდა ადგილზე მძიმე ტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება რეგიონებიდან, ამ დროისთვის სტიქიას 500-ზე მეტი მეხანძრე მაშველი ებრძვის

შეგახსენებთ ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის მასივს ხანძარი 20 აგვისტოს გაუჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება, ფაქტობრივად, მოახდინეს, თუმცა ქარის გამო ხანძრის კერები კვლავ განახლდა. გუშინ ადგილზე ჩავიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მისი დავალებით ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი შეიქმნა.
Print