ახალი ამბები
დაბაში აზერბაიჯანულმა ვერტმფრენმა მუშაობა დაიწყო
ხანძრის ჩაქრობის პროცესში აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთო, ჯერ-ჯერობით არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, აქვს თუ არა ღამის ხედვის მოწყობილობები აზერბაიჯანულ ვერტმფრენს, შესაბამისად, უცნობია, შეძლებს თუ არა ვერტმფრენი გვიან ღამით მუშაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში მასაც გათენებამდე გაჩერება მოუწევს.

შეგახსენებთ რომ დღის მეორე ნახევარში დაბაში ხანძრის კერებმა მოიმატა, სტიქიასთან ბრძოლა ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს.
Print