ახალი ამბები
"ხანძარი დღის ბოლომდე სრულად იქნება ლოკალიზებული" - თორნიკე გვაზავა
ხანძარი დაბაში დღის ბოლომდე იქნება ლოკალიზებული - ეს განცხადება თორნიკე გვაზავამ გააკეთა. ადგილზე მუშაობას აგრძელებს ერთი ვერტმფრენი, ხოლო სოფ. ყვიბისის მიმდებარე, ალტერნატიულ გზაზე მოძრაობენ რეგიონის სახანძრო მანქანები.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 5 ჰექტარი ტყის მასივია დამწვარი. ადგილზე მიმდინარეობს არსებული მცირე კერების ჩაქრობა. მეხანძრე-მაშველებთან ერთად ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში ჩაერთვნენ მოხალისეებიც


Print