ახალი ამბები
ბორჯომში ავტომანქანა მტკვარში გადავარდა
ბორჯომში, ჩარხისწყლის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა.



როგორც ადგილზე თვითმხილველები ამბობენ, მძღოლმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო, იგი ბორჯომის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.



შეფერხებული იყო მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა სამაშველო სამსახურმა დროულად მოახერხა ცეცხლის ჩაქრობა. ამ დროისთვის მაგისტრალზე მოძრაობა აღდგენილია. 



ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ვიდეო კადრებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
Print